"მათთან ბევრი მოგონება მაკავშირებს." ბელერინმა დაასახელა არსენალის სამი ფეხბურთელი, რომელიც მას ენატრება
ჰექტორ ბელერინი სულ რაღაც 16 წლის იყო როცა ''არსენალში'' გადმოვიდა და ამ პერიოდში 9 წლის განმავლობაში პრემიერ ლიგაში 180-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. 2022 წელს არსენალიდან წასვლის შემდეგ ესპანელმა ბარსელონასა და ლისაბონის სპორტინგის მონახულება მოახერხა, მიმდინარე წლის ივლისში კი რეალ ბეტისში გადავიდა.
ბელერინმა ისაუბრა, თუ ვინ ენატრება ყველაზე მეტად არსენალში:
მოთამაშეებიდან, რა თქმა უნდა, ბუკაიო (საკა), ედი (ნკეტია), გაბი (მარტინელი) - მათთან ბევრი მოგონება მაქვს. მე ვნახე ბუკაიო და რის (ნელსონი) თუ როგორ ვითარდებოდნენ და დღეს მე ძალიან ვამაყობ მათით.
მაგრამ ასევე მენატრება პერსონალი, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ მას შემდეგ, რაც პირველ გუნდში გადავედი 18 წლის ასაკში.
ავტორი: Admin
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.