შემოგვიერთდით
  • ამ კლუბში ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ არსენალში ვარ.

    ამ კლუბში ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ არსენალში ვარ.

    მიკელ არტეტას ვრცელი ინტერვიუ:

    🗣 შეძლებს ის პრემიერ ლიგის 23/24 სეზონის მოგებას:

    ეს რომ არ იყოს შესაძლებელი, აქ არ ვიჯდებოდი. ეს არის ჩვენი მიზანი. ვიცით, რა არის სირთულე: ეს არის საუკეთესო ლიგა მსოფლიოში და მომავალი სეზონი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე რთული იქნება.

    22 წელია აქ ვარ და ამ დონის კონკურენცია არასდროს მინახავს. ბევრი ხარისხიანი გუნდია, ორგანიზებული გუნდი, ბევრი რესურსი და ბევრი კარგი მწვრთნელი...  ეს დონეა და პრემიერ ლიგის მოსაგებად საუკეთესო უნდა იყო. აი, ამიტომ უნდა გაძლიერდე.

    🗣 ჭორები, რომლებიც მას პსჟ-სთან აკავშირებს:

    მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არსენალში ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ჩვენი მფლობელები, სტენი და ჯოში, მაფასებენ და ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი ამ კლუბში. ბედნიერი და უზომოდ მადლიერი ვარ, რომ არსენალში ვარ.

    🗣 საკას შესახებ:

    „საკა ძალიან კარგი და თანმიმდევრულია. მისი თამაშები და სტატისტიკა 21 წლის ასაკში არის გიჟური. ის ძალიან მშიერია და კიდევ უფრო გაუმჯობესეების სურვილი აქვს, ამისთვის იდეალური პირობები აქვს. 

    🗣 დეკლან რაისის შესახებ:

    ვერ ვისაუბრებ ფეხბურთელებზე, რომლებიც კლუბში არ არიან. მირჩევნია არაფერი ვთქვა.

    🗣 ოდეგორის შესახებ:

    ის ძალიან მკაცრია საკუთარი თავის მიმართ, ყველაფერი კარგად ესმის და სწრაფად სწავლობს. ჩვენ დავეხმარეთ მას პასუხისმგებლობისა და თავდაჯერებულობის მინიჭებით, კაპიტანი გავხადეთ. იყავი მნიშვნელოვანი. იყავი შენი თავი-მეთქი. მარტინი ძალიან თავშეკავებულია, მაგრამ როცა საუბრობს, თქვენ უსმენთ მას.

    ის აკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება: ზრუნავს საკუთარ თავზე, ზრუნავს სხვებზე და აუმჯობესებს მათ, ძალიან განათლებულია, უყვარს თამაში და ერთგულება. და მას სჯეროდა, რომ საჯარიმოსთან უფრო ახლოს უნდა ეთამაშა. მას აქვს ძალიან კარგი სტატისტიკა და მას ჯერ კიდევ შეუძლია 24 წლის ასაკში გაუმჯობესება.

    🗣 ჟეზუსისა და ზინჩენკოს შესახებ:

    გაბრიელ ჟეზუსმაც და ზინჩენკომაც დამიპყრეს ადამიანური კუთხით, ასევე თავიანთი მენტალიტეტითა და ნიჭით.

    🗣ჰავერცის შესახებ:

    ნიჭს აქვს ფასი და "არსენალში" ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ვიმეორებ, სხვა კლუბების ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ჰავერცის შემთხვევაში მან უკვე ბევრი რამ აჩვენა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც. ის ნიჭიერი, მრავალმხრივი მოთამაშეა და ჯერ მხოლოდ 24 წლისაა.

    🗣 სჯეროდა, რომ გასულ სეზონში პრემიერ ლიგას მოიგებდა:

    ბევრ მომენტში. გუნდმა მომცა არგუმენტები და ჩვენ გვქონდა კავშირი ხალხთან. ხალხს სჯეროდა. მაგრამ როცა ტრავმიანობა დავიწყეთ, ვიგრძენი, რომ ეს ძვირი დაგვიჯდებოდა. მოთხოვნის დონის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. თუ გსურთ მოიგოთ პრემიერ ლიგა ''სიტის'' წინააღმდეგ, აპრილ-მაისში უნდა მიხვიდეთ ყველა ხელმისაწვდომი და საუკეთესო მოთამაშით. მაგრამ ჩვენ, ტრავმების გამო ეს ვერ შევძელით.

    ჩვენ უკვე გავაახალგაზრდავეთ გუნდი, რომელიც იძლევა ეფექტურობასა და ღირებულებას. ჩვენ გვყავს მფლობელები, რომლებიც გვეთანხმებიან: შევქმნათ გამარჯვებული გუნდი, რომელსაც შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში დახმარება დასჭირდეთ ასეთი დიდი ინვესტიციების გარეშე. მაგრამ მოთხოვნები იზრდება. და ჩვენ უნდა შევიდეთ ბაზარზე, რომ გავძლიერდეთ“. 

    „მე მიყვარს ჩემი ფეხბურთელები და ის ატმოსფერო, რომელიც კლუბში შევქმენით. ყოველდღე ძალიან ადრე ვდგები და ვფიცავ, სამსახურში წასვლის დიდი სურვილი მაქვს. კარგი გუნდი გვყავს და ვიცით, რა მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ.

    🗣 ესპანეთში მწვრთნელობაზე, თუ ერთ დღეს ის არ იქნება არსენალში:

    ესპანეთი ჩემი ქვეყანაა. ბევრი წელია იქ არ ვყოფილვარ და რაღაც მომენტში თუ შესაძლებელობა მქონდეს დავბრუნდე ლა ლიგაში და განსხვავებული გამოცდილება მქონდეს.


  • 252
  • 25-06-2023, 13:08
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები