შემოგვიერთდით
  • ონანამ ''იუნაიტედის'' გოლი არსენალის გულშემატკივრების წინაშე აღნიშნა. სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ კი...

    ონანამ ''იუნაიტედის'' გოლი არსენალის გულშემატკივრების წინაშე აღნიშნა. სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ კი...

    პრემიერ ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ იუნაიტედი არსენალს ესტუმრა. მეტოქეებმა ძლიერი და დაძაბული დასასრული მოაწყვეს, რომელშიც არტეტას ბიჭებმა 3:1 მოიგეს.

    მაგრამ „წითელი ეშმაკები“ პირველები დაწინაურდნენ: რაშფორდმა 27-ე წუთზე გაიტანა. ონანამ გადაწყვიტა მარკუსის გოლი ''არსენალის'' ქომაგების წინაშე აღენიშნა. ტრიბუნას მიუბრუნდა და რამდენჯერმე მხიარულად ახტა ზევით-ქვევით.

    მაგრამ სულ რაღაც ერთი წუთის შემდეგ უკვე მეთოფეები ხარობდნენ, ოდეგორმა ძალიან ძლიერად გაგზავნა ბურთი ონანას კარის კუთხეში, 1-1

    ანდრეს რეაქცია გაშვებულ გოლზე საკმაოდ კომიკური იყო რადგან სულ რაღაც ერთწუთიანი ზეიმის შემდეგ, თანაგუნდელებს ახლა უკვე დამშვიდებისკენ მოუწოდებდა.

  • 418
  • 7-09-2023, 18:49
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები