გაბრიელ ჯეზუსი: მან ზინჩნენკო აირჩია ,,ცრუ ცხრიანის'' პოზიციაზე - მაშინ გადავწყვიტე ''სიტის'' დატოვება.
გაბრიელ ჯეზუსს რამდენიმე დღის წინ ინტერვიუ ჰქონდა ერთ-ერთ არხზე - Denílson Show სადაც საინტერესო თემებს შეეხო, მათ შორის ერთ-ერთი სიტიდან წასვლის მიზეზი იყო.
ყველაზე გასაკვირი ფრაზა იყო ამ ინტერვიუში 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩის შესახებ:
აი რა თქვა მან:
იმ მატჩში მან ზინჩენკო ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დააყენა. გახსოვთ ის თამაში? ჩემპიონთა ლიგა, პსჟ, სახლში. სიგიჟე. მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ზინჩენკო საერთოდ არ გამოუცდია ამ პოზიციაზე, მაგრამ მე თავდამსხმელის პოზიციაზე დამაყენა. მეორე დღეს კი, თამაშამდე ორი საათით ადრე... ზინჩენკომ იხუმრა კიდეც. : «რომ, იმ დღეს მე ძალიან შევეცოდე».
თამაშამდე ორი საათით ადრე ვჭამეთ 30 წუთი და დავისვენეთ, მხოლოდ ამის შემდეგ წავედით მატჩზე. შემადგენლობები დაასახელა... ჭამაც ვერ შევძელი, ცალკე ოთახში გავედი, ვიტირე, დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი: „მინდა წავიდე. მე მივდივარ სახლში, რადგან მან ის აირჩია და არა მე“. მან მარცხენა მცველი დააყენა. უბრალოდ გავგიჟდი.
ძალიან ცუდად ვიყავი. 0:0 იყო ანგარიში და მეორე ტაიმში 5 წუთის გასვლიდან მბაპემ გოლი გაიტანა 1:0, გვარდიოლამ დამიძახა.
საგოლე პასი გავაკეთე და გავიტანე, თამაში შემოვაბრუნდეთ და 2-1 მოვიგეთ. მეგონა შემდეგ მატჩში ვითამაშებდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ასეთი ფაქტი ბევრი იყო და ეს ადვილი არ არის. Ძალიან რთულია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ აღარ მსურდა "მანჩესტერ სიტიში" დარჩენა.
ავტორი: Admin
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.