შემოგვიერთდით
  • ''არსენალი'' - ''მან.იუნაიტედი'' | მატჩის შეფასება:

    ''არსენალი'' - ''მან.იუნაიტედი'' | მატჩის შეფასება:

    საინტერესო მოსაზრება მოვისმინე დღევანდელი მატჩის შესახებ - სადაც დავმარცხდით და ბევრი უკმაყოფილბა მოყვა. ამ მოსაზრებას ბევრ ასპექტში ვეთანხმები: თქვენ რას იტყვით მეთოფეებო

    მეც, როგორც გულშემატკივარს ძალიან არ მსიამოვნებს იუნაიტედთან მარცხი. დამეთანხმებით ძალიან გვაწუხებს ეს ფაქტორი და არანაირი სხვა. სხვა ნებისმიერ გუნდთან რო წაგვეგო მაგალითისთვის უოტფორდთან, დარწმუნებული ვარ არავის დააინტერესებდა. ისტორიულად არის, რომ ეს არის ყველაზე გამაღიზიანებელი კლუბი არსენალის გულშემატკივრებისთვის.

    რატომღაც არავინ აფასებს ინდივიდიალურ თამაშს კონკრეტული ფეხბურთელისგან. მაგალითად იურიენ ტიმბერი. რომელიც შესანიშნავად ჩაჯდა უკვე გუნდში და ძალიან კარგად მოქომედებდა საკასთან ერთად, მიუხედავად მეორე მატჩისა.

    დიახ, არის ისეთი მომენტი, როდესაც გულშემატკივრები მივიდნენ სტადიონზე, იყიდეს ლუდი, ჩაიცვეს მაისურები, აიღეს ჰოთ-დოგი და ამ დროს არსენალი არ აჩვენებს მათ კარგ თამაშს, რაც არ ართობს მათ.

    ყველამ კარგად ვიცით, რომ არტეტა აქ გასართობად არ არის. ის მოედანზე სულ სხვა გეგმებს და ტაქტიკებს უყურებდა.

    გაუკრვეველია რატომ წამოვიდა ასეთი კრიტიკა რამსდეილის, ჰავერცის, რაისის მიმართ.

    არტეტამ პრესკონფერენციაზე ნათლად თქვა, რომ მისცა ბევრად უფრო მეტი სათამაშო დრო. რათა შეეხედა როგორი კავშირი იქნებოდა ოდეგორის, რაისის და ჰავერცის შორის, ეს მათი პირველი მატჩია ძირითადი შემადგენლობიდან. დეკლან რაისს არასდროს უთამაშია ორი რვიანით თავის კარიერაში. ცხადი იყო, რომ ხშირად ვერ უგებდა ბილდაფის მექანიზმის. ბურთის წინ წაწევა და ა.შ... ბევრი სხვა დეტალი. უნდა ჩავმოწეროთ რაისიც? უბრალოდ ბიჭებმა უნდა გაუგონ არტეტას ფილოსოფიას და ხედვებს, რაც მალე შეძლებენ მით უკეთესი, სწორედ ამისთვის არის პრე-სეზონი.

    ეს მართლად სრულიად განსხვავებული არსენალია მრავალი თვალსაზრისით. მოედნის ახალი ცენტრი, ზოგადად, შესამჩნევია. თავად ფეხბურთის ლოგიკაც კი განსხვავებული იქნება მომავალ სეზონში.

    იუნაიტედმა ძველ გვარდიასთან ერტად კარგად ითამაშეს. მაგრამ არავინ ახსენებს როგორ ითამაშა მაუნტმა. რომელიც პრაქტიკუალდ საერთდ არ ჩანდა.

    ტენ-ჰაგი რატომღაც ძალიან სერიოზულად და მოსაგებად მიუდგა ამხანაგურ თამაშს. ეს პატარა გაურკვეველი კომპლექსია მასში. მიკელმა მატჩის შემდეგ პირდაპირი სიტყვებით თქვა. თუ რატომ უშვებმა მსაჯი ასეთ ვარდნებს და სიხისტეს, რომლებიც შესაძლოა მთავარ მოთამაშეს სეზონი დაუჯდეს. თუმცა ეს იყო ტენ ჰაგის მიდგომა და ბრძოლა. კარგი როგორც მწვრთნელი და სპეციალისტი. თუმცა როგორც პიროვნებას ვერ ვხედავ კარგ ტიპს.

    გასულ სეზონში იუნაიტედმა ლივერპული დაამარცხა პრე-სეზონზე. სანჩომაც კი გაიტანა. მაგრამ რა? მიიღეს პრემიერლიგაში 7-0.

    ამიტომ რაღაც ლოგიკის ძებნა ამხანაგურ თამაშში სრული აბსურდია, იქ სადაც მატჩის მერეც კი თერთმეტმეტრიანები უნდა შეასრულო.

    ვადროვოთ ახალ ბიჭებს, შეთამაშება ერთმანეთის გაგება მოედანზე რათა ფორმაში ჩადგნენ და შემდეგ გავიგებთ ყველაფერს.
    📍

  • 315
  • 23-07-2023, 16:28
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები