შემოგვიერთდით
  • მიხაილო მუდრიკი: ”არსენალი” თუ ”ჩელსი”

    მიხაილო მუდრიკი: ”არსენალი” თუ ”ჩელსი”

    ინტერესი ”ჩელსის” მიხაილო მუდრიკის მიმართ ”არსენალს” არ აღელვებს და ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ”შახტარს” კვლავ უფრო მეტი თანხის მიღება სურს, უკრაინელების მოთხოვნა 80 მილიონამდე შეადგენს. ”არსენალის” მეორე შეთავაზება 70 მილიოზე ოდნავ ნაკლები იყო.

    ბევრი წყარო თვლის რომ მუდრიკი სწორედ ”არსენალს” შეუერთდება. შანსი ”ჩელსის” იმ შემთხვევაში გაუჩნდება თუ ”არსენალი” შეწყვეტს მოლაპარაკებებს. ”არსენალის” სიმშვიდე ამ მომენტში იმასთან არის განპირობებული რომ მათ იციან მაქსიმალური ფასი თუ რა უნდა შესთავაზონ. კონკურენტის მიუხედავად ვინც არ უნდა იყოს.

    თუ ჩელსი დიდ შეთავაზებას გააკეთებს (რომელიც საკმაოდ აღემატება საბაზრო ღირებულებას და არსენალის მაქსიმალურ შეფასებას) მაშინ ეს ”შახტარისთვის” იქნება კარგი, მაგრამ ამ შემთხვევაში არსენალი არ ჩაერთვება სატრანსფერო ომში.

    ”ჩელსის” ჯერ არ გაუკეთებია შეთავაზება (სიტყვიერიც კი) მუდრიკის თაობაზე. ტოდ ბოელი დამატებით განიხილავს ამ საკითს ”შახტარის” მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ”ჩელსიმ” იცის რომ ეს გარიგება არ დაუჯდებათ იაფი და ასევე იციან რომ მუდრიკს ”არსენალში” გადასვლა უფრო სურს.

    მუდრიკის თანაგუნდელები ზაფხულიდან მოყოლებული ხუმრობენ რომ ის უკვე შეუერთდა მეთოფეებს. ის ყოველთვის ეკონტაქტება ოლექსანდრ ზინჩენკოს და ასევე თითქმის ყოველთვის უყურებს ”არსენალის” მატჩებს.

  • 126
  • 7-06-2023, 21:44
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები