ბალოგუნმა დღეს გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა!
დღეს ფოლარინ ბალოგუნი არსენალის პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა, რაც შესაძლოა თავდამსხმელის გარდაუვალ ტრანსფერზე მიუთითებდეს.
არსენალმა უკვე დახარჯა დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დეკლან რაისის, კაი ჰავერცის და იურიენ ტიმბერის ხელმოწერებით. ამიტომ, ამ დროისთვის, "მეთოფეები" გაყიდვებზე არიან ორიენტირებულნი.
არსენალის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი აქტივი, რომელიც ხელმისაწვდომია ტრანსფერისთვის, არის 22 წლის ფოლარინ ბალოგუნი, რომელმაც რეიმსში იჯარის სეზონში 21 გოლი გაიტანა. ''არსენალს'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-50 მილიონი ფუნტი სურს.
ბალოგანმა ითამაშა წინასასეზონო თამაშში MLS-ის ოლ-სტარის გუნდთან, მაგრამ გასულ შაბათს ''მანჩესტერ იუნაიტედის'' წინააღმდეგ ვერცერთი სათამაშო წუთი ვერ მიიღო.
ორშაბათს კი ბალოგუნი მთლიანად შემოიფარგლა ინდივიდუალური ვარჯიშით, ლოს ანჯელესში პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ, იუწყება The Athletic.
როგორც ჩანს, ამერიკელი ფეხბურთელი, რომელის შეძენითაც დაინტერესებულია ინტერი, მილანი, მონაკო და მარსელი, სულ უფრო უახლოვდება არსენალიდან წასვლას
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.