შემოგვიერთდით
  • ფაბრიციო რომანოს კომენტარი ''არსენალის'' ტრანსფერებზე:

    ფაბრიციო რომანოს კომენტარი ''არსენალის'' ტრანსფერებზე:

    🎙 ფაბრიციო რომანო ''არსენალის'' ტრანსფერებზე თავის პოდკასტში:


    — ''არსენალი'' მთელი ძალებით იბრძვის დიდი ტრანსფერებისთვის და არც არტეტა ან არც ედუ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ზოგჯერ მოლაპარაკებები ასე სწრაფად არ პროგრესირებს როგორც ველოდებით, ეს სტენ კრონკესთან არის დაკავშირებული.

    — ასეთი ტრანსფერების და გარიგების დახურვამდე აუცილებლად სტენ კრონკეს თანხმობაა საჭირო, ამიტომ მოძრაობს ''არსენალი'' შედარებით ნელა.

    — დრო მნიშვნელოვანია, რადგან თუ არსენალი სწრაფად არ იმოქმედებს, სხვა კლუბებს, როგორიცაა მანჩესტერ იუნაიტედი (რომელსაც მალე სავარაუდოდ ახალი მფლობელები ეყოლებათ) შეუძლიათ ისარგებლონ რაისის სიტუაციით.

    — არსენალს სურს დაასრულოს რაისის გარიგება მომავალ კვირას. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ჯაკა ბაიერში.

    — ნელსონის ახალი კონტრაქტი მომავალ კვირას გამოცხადდება.

    — არსენალი აკვირდება შემტევ ფეხბურთელებს, მაგრამ ჯერ არაფერია. მთავარი ამოცანა ახლა რაისის ტრანსფერია.

    — არსენალი კვლავ დაინტერესებულია კაისედოს შეძენით. მაგრამ ჩელსი ტრანსფერზე კულისებს მიღმა რაც შეიძლება მშვიდად და წყნარად მუშაობს, ამიტომ არის ასე ცოტა ინფორმაცია.


  • 416
  • 11-06-2023, 23:44
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები