შემოგვიერთდით
  • ემილ სმიტ-როუს კაი ჰავერცთან კონკურენციის არ ეშინია

    ემილ სმიტ-როუს კაი ჰავერცთან კონკურენციის არ ეშინია

     ემილ სმიტ-როუმ განაცხადა, რომ კაი ჰავერცთან კონკურენციის არ ეშინია.

    როგორც მოგეხსენებათ ''არსენალმა'' უკვე დაასრულდა ჰავერცის ტრანსფერი და გერმანელი ოფიციალურად მეთოფე გახდა. ჭორების მიხედვით, კაი "არსენალში" უფრო ღრმად აპირებს თამაშს, ვიდრე "ჩელსიში" იყო, სადაც თავდამსხმელის როლს ასრულებდა.

    ამრიგად, სმიტ როუს კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავს, მაგრამ 22 წლის ინგლისელს მხოლოდ თავისი გუნდისთვის შეუძლია ბედნიერი იყოს.

    ემილ სმიტ როუ:
    ვხედავ ყველაფერს, რა თქმა უნდა გუნდის გაძლიერება კარგია კლუბისთვის
    ვგრძნობ, რომ შენაძენები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ნამდვილად დაეხმარება გუნდს პროგრესის გაგრძელებაში. ასე, რომ იმედია ჩვენ მომავალ სეზონში კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წარმატებისკენ.
    რა თქმა უნდა, ეს გაზრდის კონკურენციას, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს. მე უნდა ვიმუშაო ბევრი. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი კონკურენცია. მე უნდა გავაგრძელო ბრძოლა", - განუცხადა სმიტ-როუმ The Sun-ს.

  • 218
  • 6-07-2023, 20:01
  • ახალი ამბები
  • 0
  • კომენტარები [0]
    FACEBOOK კომენტარები
    ინფორმაცია
    ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
    {title}
    მსგავსი სიახლეები