ტიერი ანრი კვარაცხელიაზე: მან უკვე დაიპყრო „ნაპოლის“ ფანები
„ლივერპულთან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრიც გამოეხმაურა. საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილი ვარსკვლავი ამჟამად CBS-ის სატელევიზიო ქსელის ამერიკულ ბიუროში კომენტატორად მუშაობს.
„ხვიჩა კვარაცხელია? ის შესანიშნავად მოძრაობდა და დარბოდა. ბევრი იტყვის, რომ ეს ადვილია. მაგრამ მათ არ იციან, მოედანზე რა ხდება. მას თავი სულ მაღლა ჰქონდა აწეული. ვან დაიკმა ბურთი ხაზიდან მოიგერია, მაგრამ აქ მთავარი ის იყო, რომ კვარაცხელია სულ საჭირო პოზიციაზე იხსნებოდა.
ეს ბიჭი უკვე ყველას გულს იგებს. ამიტომ „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარს უყვარს. შექმნა ერთი გოლი, მერე მეორე, ამას საგოლე გადაცემა დაუმატა. სიმეონეს გოლზე? ეს გააკეთა „ლივერპულის“ წინააღმდეგ,.. ასეთი მოთამაშე ყველას გულს იპყრობს. „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა მისი თვისებების გამო შეიყვარეს, „ნაპოლის“ კი რაღაც სხვა შემატა.
მან ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. ეს ყველამ ნახა. კვარაცხელია დიდ ზეწოლას ახდენდა ალექსანდერ-არნოლდზე. მწვრთნელებს ასეთი ფეხბურთელები მოსწონთ და აფასებენ“, – ამბობს ლეგენდარული ფრანგი თავდამსხმელი
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.