შემოგვიერთდით
  • სიახლეები

    The Athlethic - ის ინფორმაციით, მიკელ არტეტას და არსენალს ემილ სმიტ-როუს გაყიდვა არ სურს.


    ესპანელი ინგლისელის "დიდ თაყვანისმცემლად" რჩება და მისი შემცვლელი ვარიანტებით სულაც არ არის აღფრთოვანებული.


    თუმცა, 23 წლის ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება იქნება მთავარი მის მომავალთან დაკავშირებით.


    თუ სმიტ-როუ წასვლას მოინდომებს და არსენალი მიიღებს დამაკმაყოფილებელ შემოთავაზებას, კლუბი დათანხმდება ტრანსფერს.

    24-07-2024, 00:26

    მიკელ არტეტამ განმარტა, რა სჭირდება არსენალს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.


    "პრემიერ ლიგაში სრულყოფილება მოითხოვს სხვა სტანდარტს, რომ სიტყვა ტიტულს გაუტოლდეს. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება - გავხდეთ უკეთესი ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი თავი ყველა სფეროში. ჩვენ ამას ვცდილობთ.


    ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს ვართ. იყო დრო, როცა ნამდვილად კარგი უპირატესობა გვქონდა. ჩვენ ვიმსახურებთ იქ ყოფნას. რა თქმა უნდა, ბევრად მეტი გვინდა და ვეცდებით ამის მიღწევას.

    23-07-2024, 22:46

    არსენალსა და მარსელს შორის მოლაპარაკებები ედი ნკეტიას თაობაზე წარმატებით მიმდინარეობს.


    ორივე კლუბი შეთანხმების გზას ეძებენ და შესაძლოა ამ კვირაშივე დაასრულონ. პირველი წინადადება იჯარა + გამოსყიდვა 20 მილიონი ევროს ოდენობით არსენალმა დაბლოკა. 


    არსენალს 30 მილიონი სურს + აუცილებელი გამოსყიდვით


    მაღალია ალბათობა იმისა, რომ ედი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაგვტოვებს.

    23-07-2024, 12:46

    არსენალმა აშშ-ს პრე-სეზონის შემადგენლობა უკვე გამოაცხადა:


    ტაკეჰირო ტომიასუ ლონდონში დარჩება, მუხლზე ტრავმის სამკურნალოდ.

    კირან ტირნიც გამოტოვებს პრე-სეზონს, ბარძაყის ტრავმის გამო.

    კაი ჰავერცი, მარტინელი და გაბრიელი გუნდს 25 ივლისს შეუერთდებიან.

    აშშ ტურის შემდეგ ბრუნდებიან: დეკლან რაისი, აარონ რამსდეილი, ბუკაიო საკა, დავიდ რაია და ვილიამ სალიბა.



    21-07-2024, 18:00

    ძალიან მალე არსენალმა რიკარდო კალაფიორის ტრანსფერი უნდა გამოაცხადოს. იტალიელს საინტერესო მომავალი ელის არსენალში. კარიერა მარცხენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, შემდეგ თითქოს გადააკეთა თავისი თავი ცენტრალური მცველის პოზიციაზე, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სალიბა და გაბრიელი პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო წყვილია, მიკელ არტეტამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ გამოიყენოს მაქსიმალური სარგებლობა მისი არსებული როსტერიდან.


    მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2023 წელს ბაზელის მწვრთნელმა ჰეიკო ვოგეელმა კალაფიორის კარიერა პრაქტიკულად თავიდან განაახლა. ეს მოხდა 2023 წლის მარტში მისი პოზიციის შეცვლით.


    - რიკი, გინდა შენი თამაში მაქსიმუმამდე მიიყვანო?

    - რას გულისხმობ, მწვრთნელო?

    - ვფიქრობ, შენ სულ სხვა პოზიციაზე თამაშობ.


    ვგრძნობდი, რომ მას აკლდა სისწრაფე როგორც ფლანგის მცველს, მაგრამ როგორც ცენტრალური მცველი მას საკმარისზე მეტი სისწრაფე აქვს. ის სწრაფად დათანხმდა ჩემს წინადადებას და დაიწყო კიდევ უფრო უკეთესად თამაში“, - უთხრა ვოგელმა Sky Sports-ს.


    ეს იდეაში ძალიან კარგი სვლა გამოვიდა, კალაფიორიმ რამდენიმე თვე ითამაშა ამ პოზიციაზე და ძალიან მალე ის უკვე ბოლონიაში გადავიდა. წითელ-ლურჯების მთავარ მწვრთნელ ტიაგო მოტას მარცხენა ფლანგზე მისი გამოყენება არც უფიქრია. სერია A-ში ერთი სეზონი საკმარისი აღმოჩნდა იტალიის ნაკრებში გამოსაძახებლად და ტოპ-კლუბების ყურადღების მისაქცევად. მათ შორის ის არსენალის რადარზეც მოხვდა.


    არტეტას დაცვითი სტილის მთავარი მახასიათებელია ბურთის ფლობა, გამჭრელი პასები და საიმედოობა. რიკარდო კალაფიორი კი აკმაყოფილებს ყველა ამ მოთხოვნას.

    მე მომწონს არტეტას სტილი. რიკის უყვარს ბურთის მფლობა, დააყენეთ ის სწორ პირობებში და ის უბრალოდ იდეალური იქნება. ევროპის ჩემპიონატზე დაინახავდით თ როგორ არღვევდა ნახევარდაცვას მისი შევარდნები. მისი სათამაშო ინტელექტი ძალიან მაღალია და შეუძლია მოერგოს სხვადასხვა სისტემებს, პოზიციებს და მწვრთნელებს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უმაღლეს დონეს მიაღწიოს. არტეტას ხელმძღვანელობით თამაში მას სარგებელს მოუტანს - ვოგელი.


    პრემიერ ლიგის გასულ სეზონში არსენალის დაცვა ყველაზე საიმედო იყო. სალიბისა და გაბრიელის ერთ-ერთი წყვილის შემადგენლობიდან ამოგდება რთული და ალოგიკური იქნება (ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ამ წყვილმა ერთად თამაში 79-ჯერ მოახერხა), ბენ უაითი საბოლოოდ დასახლდა მარჯვენა ფლანგზე. მაგრამ მარცხენა ფლანგს, შესაძლოა, სჭირდებოდეს ახალი სისხლი და არტეტამ ეს იცის.


    გუნდში ადგილი სათანადოდ ვერც ზინჩენკო, ვერც კივიორმა და ვერც ტომიასუმ ვერ დაიკავეს. ასევე არის იურიენ ტიმბერი. მაგრამ ის ახლახანს დაბრუნდა მუხლის სერიოზული ტრავმისგან. მაშ, მარცხენა მცველის პოზიცია საუკეთესო ვარიანტია კალაფიორისთვის ამ მომენტისთვის?

    რა თქმა უნდა, შესაძლებელია. არტეტამ  განსხვავებულად განმარტოს ფულბექის პოზიცია. მაგრამ მე თუ მკითხავთ, რომელია რიკის საუკეთესო პოზიცია, ეს არის მარცხენა ცენტრალური მცველი - როგორც 3 ცენტრალური მცველის, ასევე კლასიკურ მცველ ოთხეულთან თამაშისას“, - ამბობს ვოგელი.


    ფაქტია, რომ არსენალში მომავალ სეზონში კიდევ უფრო დიდი კონკურენცია. მატჩების სიმრავლის გამო კალაფიორი რა თქმა უნდა მიიღებს საკმაოდ სათამაშო წუთებს. თუმცა, დიდი ალბათობით მას მარცხენა მცველის პოზიციაზე ვიხილავთ. არტეტასგან კიდევ უფრო საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ

    21-07-2024, 17:52

    არსენალი და აიაქსი ტომ სეტფორდის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.


    აიაქსისა და ინგლისის ნაკრების 18 წლის ნიჭიერი  მეკარე არსენალს 1 მილიონი დაუჯდება + დამატებითი ხარჯები


    მოსალოდნელია, რომ ინგლისელი არსენალთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.



    14-07-2024, 14:36
    ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ტურნირის ფინალურ მატჩში საუთგეიტის ბიჭები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ბრიტანელები ევროს ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდნენ. 2021 წელს იტალიამ სამ ლომი დაამარცხა და ტიტულიც მოიპოვა

    მაგრამ ამ ფინალამდე დეკლან რაისი ქომაგებს დაჰპირდა, რომ თუ მისი გუნდი გაიმარჯვებდა, ერთ ჭიქა ლუდს დალევდა. არსენალის ნახევარმცველი 2024 წელს სიტყვის შესრულებას აპირებს

    რაისმა ეს განცხადება წინა ევროს ფინალამდეც გააკეთა. თუმცა, მაშინ იტალიამ იმარჯვა

    ეს სიტყვები ქომაგებმა მას ამ ევროს ფინალზეც გაახსენეს:

    „დიახ, მახსოვს ეს დაპირება ბოლო ფინალამდე. მას შემდეგ ლუდს ვსვამდი, მაგრამ ყოველთვის ცოტა ლიმონათს ვურევდი! თუ ამ ფინალს მოვიგებთ, ნამდვილ ლუდს დავლევ. ოღონდ, მომიწევს, რომ დალევის დროს ცხვირზე თითები მოვიჭირო, რადგან ლუდის სუნს ვერ ვიტან.” 

    ნამდვილი ლუდი სად თუ არა გერმანიაში? დეკლანს შესანიშნავ შანსი აქვს
    13-07-2024, 19:14

    The Atlethic - ის ინფორმაციით, არსენალი გუნდის კიდევ საგრძნობლად გაუმჯობესებას გეგმავს.

    თუმცა, ამისთვის ფეხბურთელების გაყიდვაც სავალდებულია. ამ სიაში არიან: აარონ რამსდეილი, ემილ სმიტ-როუ, ედი ნკეტია, ტომას პარტეი. 

    ამ ფეხბურთელების გაყიდვით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი თანხების გამომუშავება, რომელიც მოხმარდება გუნდის გაძლიერებას.

    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნკეტია, სმიტ-როუ და ნელსონი კლუბის აღზრდილები არიან. მათი წასვლა ნიშნავს გუნდის 100 პროცენტიან მოგებას PSR წესების მიხედვით.

    გავრცელებული ხმების მიხედვით, ხუთივე მოთამაშით პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, ნელსონის და ნკეტიაც შეძენით სხვა ლიგის გუნდებიც გამოთქვამენ სურვილს

    პარალელურად:

    სევილია და არსენალი ალბერტ სამბი ლოკონგას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

    1 წლიანი იჯარა + გამოსყიდვის ოფცია, 12 მილიონი ევროს ოდენობით.

    ბელგიელი ხვალ სევილიაში გაემგზვრება.



    11-07-2024, 23:33

    არსენალი დათანხმდა ლაციოს შემოთავაზებას ნუნო ტავარეშის თაობაზე.


    იჯარა + აუცილებლად გამოსყიდვის ოფცია. მეთოფეები ჯამში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე დამატებით % ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან.


    იტალიური კლუბი ახლა ტავარეშის აგენთან აწარმოებს მოლაპარაკებას, პირადი კონტრაქტის დეტალების თაობაზე

    10-07-2024, 18:30
    386/0
    არსენალის 2024/25 პრემიერლიგის ცხრილი

    აგვისტო:

    ვულვზი (სახლი)

    ასტონ ვილა (გასვლა)

    ბრაიტონი (სახლი)


    სექტემბერი:

    ტოტენჰემი (გასვლა)

    მან.სიტი (გასვლა)

    ლესტერი (ლესტერი)


    ოქტომბერი:

    საუთჰემპტონი (სახლი)

    ბორნმუთი (გასვლა)

    ლივერპული (სახლი)


    ნოემბერი:

    ნიუკასლი (გასვლა)

    ჩელსი (გასვლა)

    ნოტინგემი (სახლი)

    ვესტ ჰემი (გასვლა)


    დეკემბერი:

    მან.იუნაიტედი (სახლი)

    ფულემი (გასვლა)

    ევერტონი (სახლი)

    კრისტალ პალასი (გასვლა)

    იპსვიჩი (სახლი)

    ბრენტფორდი (გასვლა)


    იანვარი:

    ბრაიტონი (გასვლა)

    ტოტენჰემი (სახლი)

    ასტონ ვილა (სახლი)

    ვულვზი (გასვლა)


    თებერვალი:

    მან.სიტი (სახლი)

    ლესტერი (გასვლა)

    ვესტ ჰემი (სახლი)

    ნოტინგემი (გასვლა)


    მარტი:

    მან.იუნაიტედი (გასვლა)

    ჩელსი (სახლი)


    აპრილი:

    ფულემი (სახლი)

    ევერტონი (გასვლა)

    ბრენტფორდი (სახლი)

    იფსვიჩი (გასვლა)

    კრისტალ პალასი (სახლი)


    მაისი:

    ბორნმუთი (სახლი)

    ლივერპული (გასვლა)

    ნიუკასლი (სახლი)

    საუთჰემპტონი (გასვლა)




    18-06-2024, 13:15
    337/0
    ფეხბურთელები, რომლებიც სავარაუდოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს დატოვებენ:

    არსენალისგან კიდევ ერთ საინტერესო ზაფხულს უნდა ველოდოთ, რადგან მიკელ არტეტა გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. დიდი ტრანსფერებისთვის არსენალს მიმდინარე შემადგენლობიდან რამოდენიმე ფეხბურთელის გაშვება მოუწევს, რათა ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოს.


    ფეხბურთელები რომლებიც ძალიან დიდი ალბათობით კლუბს დატოვებენ:


    • აარონ რამსდეილი
    • ედი ნკეტია
    • ტომას პარტეი
    • კირან ტირნი
    • ალბერტ სამბი ლოკონგა
    • ნუნო ტავარეში


    ასევე სავარაუდო სია:

    • ემილ სმიტ-როუ
    • ოლეკსანდრ ზინჩენკო
    • რის ნელსონი




     

    2-06-2024, 18:51
    {title}