მიკელ არტეტა მინიმუმ 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
The Atlethic - ის ინფორმაციით, არსენალი გუნდის კიდევ საგრძნობლად გაუმჯობესებას გეგმავს.
თუმცა, ამისთვის ფეხბურთელების გაყიდვაც სავალდებულია. ამ სიაში არიან: აარონ რამსდეილი, ემილ სმიტ-როუ, ედი ნკეტია, ტომას პარტეი.
ამ ფეხბურთელების გაყიდვით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი თანხების გამომუშავება, რომელიც მოხმარდება გუნდის გაძლიერებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნკეტია, სმიტ-როუ და ნელსონი კლუბის აღზრდილები არიან. მათი წასვლა ნიშნავს გუნდის 100 პროცენტიან მოგებას PSR წესების მიხედვით.
გავრცელებული ხმების მიხედვით, ხუთივე მოთამაშით პრემიერ ლიგის კლუბები არიან დაინტერესებული, ნელსონის და ნკეტიაც შეძენით სხვა ლიგის გუნდებიც გამოთქვამენ სურვილს
პარალელურად:
სევილია და არსენალი ალბერტ სამბი ლოკონგას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
1 წლიანი იჯარა + გამოსყიდვის ოფცია, 12 მილიონი ევროს ოდენობით.
ბელგიელი ხვალ სევილიაში გაემგზვრება.
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.